მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

არ გადაკვეთო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ავტოსაგზაო საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპული ტრაილერის მძღოლი იყო.

„შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა, საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით გარდაცვლილი მოქალაქე ქვეყანაში 5 დეკემბერს გადმოასვენეს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც თურქული მედია იუწყება, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.