მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში სამკურნალოდ შემსვლელი პაციენტებისთვის შეზღუდვები მოიხსნა

დროშა და დედაქალაქი

დღეიდან თურქეთში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

"თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს", - წერს ელჩი.