საზოგადოება

თურნავა: 7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსზე
22:42 02.07
დაკოპირებულია

7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარიზი-თბილისის ავიარეისი მთავრობასთან შეთანხმების გარეშე დაიგეგმა, რის გამოც „აირზენამ“ საყვედური მიიღო, თუმცა, რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია, რეისი შესრულდება.

„ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება. კარგად გვესმის „აირზენასიც,“ რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი“ იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ“ რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული. 

„მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია და ბევრი ფიქრობს ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „აირზენამ“ ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე“ - განაცხადა ნათია თურნავამ „პოსტ ტვ“-ის ეთერში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...