საზოგადოება

თურნავა: ბათუმის ტექნოპარკი რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვისაც ახალი ცოდნის მიღების ადგილი იქნება

ნათია თურნავა - ბათუმის
ტექნოპარკი არამხოლოდ
ადგილობრივი, არამედ
რეგიონიდან ჩამოსული
ახალგაზრდებისთვისაც
ახალი ცოდნის მიღების
ადგილი იქნება
1603876741
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ტექნოპარკის გახსნაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთავრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები. იცით, რომ ახლახან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა აიტი კომპანიებს, რაც ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს. შედეგად, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი აიტი კომპანიები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ. ასე რომ, საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტექნოპარკების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ცოდნის ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ „ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

უმრავლესობის ლიდერი -
მამუკა მდინარაძე

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეშ...

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა. 

1615058269

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

1615057289

გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.

1615053483

გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.

1615051028
გორში დაკავებული პირის
ადვოკატი

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდ...

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას. 

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე სხვის სახლში შ...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.

დალაი-ლამას კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდა (ვი...

ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

რომის პაპმა ერაყის მუსლიმებს და ქრისტიან...

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.