მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: იმედია, გერმანელი ტურისტები პირველები ესტუმრებიან საქართველოს

მინისტრი ამბობს რომ ადგილობრივ ი წარმოება პრიორიტეტულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან - თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია. 

„გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ შეხვედრის კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით, ამ დღეებში ევროკავშირში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა საერთო მიდგომა, წესები და პროტოკოლები ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით.

„დარწმუნებული ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული და სტანდარტი - დადგენილი, საქართველო მათ ყველას უკვე პასუხობს. ჩვენ წინმსწრებად მივიღეთ გამოცდილება, როგორ დავიცვათ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტები და გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი ვართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.