მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც უფრო აქტიურად იფრენენ

ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება

დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღების და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონალური ლიდერი.

„გვაქვს საშუალება გადავიდეთ ადაპტაციის პროცესზე, როდესაც დიდი სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო გაჯანსაღდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი თუ რა მიმართულებებით აღდგება რეგულარული ფრენები.

„ძირითადად ეს არის ევროპული მიმართულებები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტიდან. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ნიშნავს იმას, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ უფრო აქტიურად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ისაუბრა ნოემბერში გარკვეული მიმართულებით ფრენები აღდგენასთან დაკავსირებით.