მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: რეგულარული ფრენები ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების დაშვება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ის ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა.

„შარშან, ჩვენ ამ დროს კვირაში გვქონდა 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ ახლა რეგულარული ფრენები რომ დაგვეშვა, თუნდაც 1/3, ანუ კვირაში 200 ფრენა, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა, სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამის სანაცვლოდ, როგორც აქამდე არ ვიყავით მოწყვეტილები არც ევროპას და არც დანარჩენ მსოფლიოს, ვახერხებდით, რომ ჩარტერული რეისები განგვეხორციელებინა, ახლა კიდევ უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, რადგან ჩვენ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან, 6 ივლისის ჩათვლით ყოველდღე გვაქვს საერთაშორისო ჩარტერული ფრენა.

როგორც კი ევროკავშირის სიას დავინახავთ და ამ სიაში საქართველო აღმოჩნდება, შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას, ჩარტერული იქნება თუ რაღაც სხვა, როგორ გავაფართოვოთ. ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ არ იქნებიან დარჩენილები, და არც აქამდე ყოფილან. კომუნიკაცია გაგრძელდება, მაგრამ პრიორიტეტული იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.