მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თვითმარქვია წინამძღვარი ხარ“ - მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის კადრები (ვიდეო)

მეუფე სტეფანეს შეხვედრა მონაზვნებთან

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 

მეუფე სტეფანე წინამძღვარ სოსანას თვითმარქვიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ იგი პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს, საეკლესიო სამართლის მიხედვით უნდა დაისაჯოს.

მონაზვნები მეუფე სტეფანეს სთხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტად, როცა საეკლესიო წესდება მღვდელმთავრის მიერ ეპარქიის შეცვლას არ ითვალისწინებს.

მეუფე სტეფანე განმარტავს, რომ ჭყონდიდში წმინდა სინოდის განჩინებით ჩავიდა და ეს მისი სურვილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს, ამბოხებაში მონაწილეობისთვის სინანულის ღიად გამოსახატავად ერთი კვირის ვადა მისცა.

ამბოხებულების ნაწილს მან ასევე ერთი კვირით, ზიარება აუკრძალა და განაცხადა, რომ პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირების საქციელი ზღვარს სცილდება.