მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლოეს დღეებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განსხვავებულ ამინდებს ელოდებიან

ამინდის პროგნოზი - ღრუბელი

განსხვავებული ამინდია დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბრის ჩათვლით. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე თქმით, დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსამდე იქნება. სანაპირო რაიონებში 26-28 გრადუსი შესაძლებელია იყოს.

„აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. შედარებით ღრუბლიანი ამინდი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში. ეს ეხება მცხეთა-მთიანეთს, კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლს. სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსი იქნება“, - აღნიშნა გვაზავამ.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი იქნება.