მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელი ამინდი

„29-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ცნობით, 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

ამინდი თბილისში 🌞

„თბილისში 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.