მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უბედური შემთხვევის შედეგად ახალციხეში კაცი გარდაიცვალა

დეჟავუში აფეთქება მოხდა

უბედური შემთხვევის შედეგად ახალციხეში კაცი გარდაიცვალა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ტრაქტორი მიჰქონდა, გადაბრუნდა.

ავტომობილის ძარაზე ერთი, კაბინაში კი სამი პირი იმყოფებოდა. მუშები ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი - კაბინაში მჯდომი კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.

„გარდაცვლილი მამაკაცი ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდან არის. მანდ მუშად მუშაობდა ხე-ტყეზე. კაბინაში სამი კაცი იყო, ერთი „კუზაოზე“ იჯდა, რომელიც გადმოხტა და გადარჩა. კაბინაში მძღოლს და მეორე მგზავრს არაფერი მოსვლია, მხოლოდ მესამე დაიღუპა“, - ამბობს ახალციხის მერის რწმუნებული სოფელ მუგარეთში გიორგი ბლიაძე.