მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე

სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი

სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ნამუსგარეცხილსა და უგვანს უწოდებს.

ეპისკოპოსი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, თუ რა მიზეზით არ შეუშვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები.

„იმ დაწესებულების თანამშრომლების შემოშვება, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს საქართველოში, მიმაჩნია იმ ოჯახისა და ბავშვთა სახლის წაბილწვად, სადაც ისინი შევლენ.

იმიტომ რომ ისინი წაბილწული ხალხია. მე რომ მკითხოს ხალხმა, მაგათ საქართველოში მიწა ფეხქვეშ უნდა ეწვოდეთ და არ უნდა იყვნენ ქვეყანაში. უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხია“, - აცხადებს მეუფე.

ამავე თემაზე:

🔴 „რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას სისხლში“ - მეუფე სპირიდონი ვაქცინაციის შესახებ