საზოგადოება

უხარისხო ბენზინის იმპორტზე სანქცია გამკაცრდება

ბენზინი
23:16 30.06
დაკოპირებულია

საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები გამკაცრდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს.

„ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები“,- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჯარიმა გაიზრდება კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები. დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს (მონოქსიდს და დიოქსიდს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები. ასევე, იზრდება ინფარქტებისა და ინსულტების რისკი, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები“,- აცხადებენ გარემოს დაცვის კომიტეტში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება“, - ამის შესახებ დედა...
11 წუთის წინ
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება, -...
12 წუთის წინ
დღეს, 21 ოქტომბერს აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. „აჭარის კლინიკებში 637...
14 წუთის წინ
გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის გურიის გუბერნატორის პრესსამ...
18 წუთის წინ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში მკურნ...
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ...
22 წუთის წინ
10:57
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შე...
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში COVID 19-...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სა...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გ...
ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას...
დღეს, 21 ოქტომბერს პარტია ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას „დაუპიპინე ბიძ...