მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ ჟურნალისტებს აინტერესებთ“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ. 

მეუფის თქმით, აღნიშნულ საკითხს არც უკრაინის, არც რუსეთის და არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ აყენებს.

„წმინდა სინოდის სხდომა იმართება რეგულარულად, სისტემატურად, ოღონდ სხდომას საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების თანახმად ნიშნავს კათოლიკოს პატრიარქი.

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი აინტერესებთ მხოლოდ ჟურნალისტებს. მეტი არავინ არ სვამს ამ კითხვას. თავად, უკრაინის ეკლესია არ აყენებს ამ საკითხს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ აყენებს ამ საკითხს. არც რუსეთის საპატრიარქო არ აყენებს ამ საკითხს და დავიცადოთ, როგორ განვითარდება მოვლენებ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის თომოსი 2019 წლის 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისაგან მიიღო.