მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმუშევართა მხარდაჭერა პანდემიის მძიმე ვითარებაში

 უმუშევრობა აშშ

როგორც მოგეხსენებათ არსებული პანდემიური ვირუსის მიზეზითა და მისი დამანგრეველი შედეგების გამო, არაერთმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური და შესაბამისად ყოველთვიური სარგო, რომელზედაც იყო და არის დამყარებული ჩვენი უმეტესი მოქალაქეების ოჯახური, სოციალური  თუ პიროვნული სიძლიერე. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. 

ვირუსით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებით გაუსაძლისი არის საზოგადოების უმუშევარი და სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების დისკრიმინირებული და უფლებააყრილი ადამიანები, რომელთა სოციალური მდგომარეობა პანდემიამდეც სავალალო იყო.

როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ აქტიური ზომები გაატარა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ჯგუფების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც ,რომელიც მოიცავდა გარკვეული ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას,შეეხო მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც აღნიშნული ვირუსის გამო დაკარგეს სამსახური.

ხოლო იმ მოქალაქეების მიმართ,რომლებიც პანდემიამდე უმუშევრები იყვნენ, მათ მიმართ სახელმწიფომ არავითარი ანტიკრიზისული გეგმა არ შეიმუშავა.

საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რჩება უფლებააყრილ და დისკრიმინირებულ ადამიანთა საზოგადოებად,რომელთაც ჩამორთმეული აქვთ ადამიანის ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის, თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები,რომლებიც აღიარებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.

ჩვენს ორგანიზაციას აქვს სურვილი,რომ შემოგთავაზოთ კამპანია სახელწოდებით: „უმუშევართა მხარდასაჭერად“ ("დაგვეხმარე ,რათა სხვას დავეხმაროთ") ფარგლებში,რომლის მიზანია გააერთიანოს ყველა ის უფლებააყრილი მოქალაქე,რომლებიც უმუშევრები გახლდათ პანდემიამდე და რომელთა ვითარება პანდემიური ვირუსის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა.

სურვილი გვაქვს,დახმარება გავუწიოთ საზოგადოების ამ მივიწყებულ და უფლებააყრილ მოქალაქეებს ფინანსურად.

ფინანსური დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით,(მინიმალური 100 ლარის, მაქსიმალური 200 ლარის ოდენობით. დამოკიდებულია კეთილი ადამიანების მიერ შემოწირულ ქველმოქმედებაზე), რადგან ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ ჩვენი უმუშევარი მოქალაქეების სავალალო მდგომარეობა.

აღნიშნული კამპანიის წარმატებისათვის უპირობოდ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ასევე იმ ადამიანების კეთილ ნებას ,რომლებიც თავიანთი სიკეთით შეუმსუბუქებენ ყოფას ამ მძიმე ვითარებაში გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ უმუშევარ ადამიანებს.

აქვე მითითებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი,სადაც სურვილისამებრ განხორციელდება პანდემიის მძიმე ვითრებაში უფლებააყრილი ,უმუშევარი ადამიანების მხარდასაჭერად ქველმოქმედება“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უმუშევარი მოქალაქეები, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ აღნიშნულ კამპანიაში და მიიღონ გარკვეული ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას:

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თქვენი საბანკო რეკვიზიტები. (ანგარიშის ნომერი) მიღებული განათლება, რამდენი ხანია რაც უმუშევარი ბრძანდებით. თან დაურთეთ ერთი ფოტო და გაგზავნეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

„ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებისათვის“

საიდენტიფიკაციო კოდი: 406097566

საქველმოქმედო ნომერი: 0 901 701 585

ზარის ღირებულება 1ლარი

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

ანგარიშის მფლობელი (მიმღები): ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებისათვის“.

GE81LB0115123572122000GEL

GE54LB0115123572122001USD
GE27LB0115123572122002 EUR

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 592 575 647 571 043 698

ელ.ფოსტა: [email protected]