მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უმუშევრად დარჩენილ ფოტოგრაფებს დავეხმარებით შესაბამისი პროგრამებით“ - კახა კალაძე

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე

დღეს, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვებიდან გამომდინარე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, თბილისის მერია აუცილებლად დაეხმარება.

„ჩვენ გავაგრძელებთ კულტურის სფეროს ხელშეწყობას. დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში, რომ ამ მძიმე ვითარებაში დარჩენილ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ“, - აღნიშნა მან.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა უმუშევრად დარჩენილი ფოტოგრაფების პრობლემებზე.

„მინდა გამოვეხმაურო ფოტოგრაფების გულისტკივილს და მივმართო მათ, რომ აუცილებლად დავეხმარებით. მოგვმართონ მერიაში და არსებული პროგრამების ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მათ მხარდაჭერას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებები თუ ქორწილები გაუქმდა, რის გამოც გარკვეული სფეროს ბევრი წარმომადგენელი შემოსავლის გარეშე დარჩა.