საზოგადოება

უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება

უნივერსიტეტი ბაგების
დამაკავშირებელი საბაგირო
ხაზი ყველა სტუდენტს
უფასოდ მოემსახურება
1619009334
დაკოპირებულია

უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივი კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება. ინფორმაციას თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის თქმით, საბაგირო ხაზის პირველი მგზავრები თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და სტუდენტები იყვნენ.

„ძალიან კარგია, რომ საბაგირო ხაზი აღდგა. მას შემდეგ, რაც სწავლა სრული მასშტაბით განახლდება, გაიზრდება საბაგიროთი მგზავრობაზე მოთხოვნაც.

თსუ სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ ამ სერვისით. ამასთან, საბაგირო ხაზი თსუს მწვანე კონცეფციის განვითარების ნაწილსაც წარმოადგენს.

ტრანსპორტის ეს სახეობა ეკოლოგიურად სუფთაა და ამდენად, ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე.

დიდი მადლობა ქალაქის მერიას, ტრანსპორტის სააგენტოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის აღსრულებაში წვლილი შეიტანა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის თქმით, თსუსთან თანამშრომლობით გახსნილი საბაგირო გაზი თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

„ბაგები მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაში “ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზით თსუ სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც უფასოდ იმგზავრებენ.

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნა თსუს ხელშეწყობით განხორციელდა.

თსუ თბილისის მერიას მიწის ნაკვეთი გადასცა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის ამუშავება.

ჩვენი თხოვნა იყო, რომ ყველა სტუდენტისთვის მგზავრობა ყოფილიყო უფასო, რაც მერიამ გაითვალისწინა,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

საბაგიროთი უკვე იმგზავრა თსუ სტუდენტმა ქრისტინა ქურციკიძემ.

„საბაგირო ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან ხელსაყრელია. მე პირადად აუცილებლად ვისარგებლებ ტრანსპორტის ამ საშუალებით, რადგან ხშირად მიწევს ბაგებიდან უნივერსიტეტის განივ კორპუსში გადასვლა. ეს ამბავი ნამდვილად სასიხარულოა სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ქრისტინა ქურციკიძემ.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ყოველდღე, 08:00- დან 20:00 საათამდე შეძლებს. ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

1620635301

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774
საქართველოს პრეზიდენტმა
ჩრდილოეთ მაკედონიაში
ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიან...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.