მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უფლებადამცველი: თოფაძის შვილიშვილის ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია

შენობა კლინიკის

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილი, რომელიც გამთენიისას დაჭრეს, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

თოფაძის ოჯახის უფლებადამცველის გიორგი ანთაძის ინფორმაციით, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„როგორც ვიცი, ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ, სანამ მას დაზარალებულად არ ცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.