მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო“ - დეკანოზი თადეოზი შენდობას ითხოვს

დეკანოზი თადეოზ სარალიძე

„ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის წერილშია აღნიშნული.

დეკანოზი თადეოზი აცხადებს, რომ შენდობას ითხოვს.

ამასთან, სასულიერო პირი აცხადებს, რომ 24 იანვარს მისი ქადაგება არაკორექტული იყო.

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, - ნათქვამია დეკანოზ თადეოზის შენდობის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ - დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

✔️ მეუფე დანიელი: ზოგიერთ შემთხვევაში დეკანოზს სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, თუმცა არასწორად გამოთქვა აზრი