მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს

ახალი გზა, გაწმენდა,

თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.

ღონისძიება საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა. საგზაო მოძრაობა უკვე გახსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მაღტვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საპატრულო პოლიცია და თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.