მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკეში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

სამუშაოები ვაკეში

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოედნის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნა იყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეზოში განთავსდება საბავშვო- გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი და თარგები.

მოედნის საფუძველზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. სამუშაოების საწყის ეტაპზე, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა.

„აქ მცხოვრები მოქალაქეების დიდი თხოვნა იყო კეთილმოწყობილი სივრცის შექმნა ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. გასულ წელს, ჩვენი დავალებით, მომზადდა პროექტი, ამჟამად კი, უკვე დაიწო ამ პროექტის განხორციელება. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, იმისთვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ამ სივრცეში. პროექტის ვიზუალურ მასალაშიც ჩანს, როგორი ორიგინალური და ლამაზი იქნება ეს ეზო”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 325 560 ლარს შეადგენს.