შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა 18 დეკემბერს პროექტის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ - ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის პრეზენტაციისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები წარადგინა:
„პანდემიის პერიოდში მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც რეალურ ციფრებში აისახა კიდეც“, - აღნიშნა გომელაურმა.
2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა:
🔴 5 ე.წ. კანონიერი ქურდი
🔴 „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს და პასუხისგებაში მიეცა - 49 პირი
🔴 ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია - 71 პირი
🔴 საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი.