მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური: წელს პასუხისგებაში მივეცით 5 ე.წ. კანონიერი ქურდი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით კი დავაკავეთ 49 პირი

შსს-ს 2020 წლის ანგარიში - ვახტანგ გომელაური - Pia.ge

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა 18 დეკემბერს პროექტის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ - ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები წარადგინა:

„პანდემიის პერიოდში მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც რეალურ ციფრებში აისახა კიდეც“, - აღნიშნა გომელაურმა.

2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა:

🔴 5 ე.წ. კანონიერი ქურდი

🔴 ​„ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს და პასუხისგებაში მიეცა - 49 პირი

🔴 ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია - 71 პირი

🔴 საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი.