მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახი მოინახულა

შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, 30 ივნისს გვიან ღამით გორში პოლიციელი მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.