მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკის პარკის შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვაკის პარკის შადრევნები

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იყო განხილული.

შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა.

შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა და პარკის სამშენებლო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.