მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო

თბილისის მერია

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით, შვიდი ფიტნეს ზონა მოეწყო შემდეგ მისამართებზე:

  • ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების მიმდებარედ
  • პოლიტკოვსკაიას N9-ს მიმდებარედ
  • ალ. ყაზბეგის N34
  • ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ
  • ნუცუბიძის III მ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსის მიმდებარედ
  • ჭავჭავაძის N49 ა-ს მიმდებარედ
  • ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ

ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

თითოეულ მოედანზე გადახურულ სივრცეში რბილ საფარზე 8-8 ახალი დიზაინის სავარჯიშო ტრენაჟორია დამონტაჟებული. ტრენაჟორებს აქვს სიმძლავრის დარეგულირების ფუნქცია, ასევე USB-პორტები.

ფიტნეს ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 192 000 ლარს შეადგენს.