მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ და საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მხრივ არსებული საჭიროებები ადგილზე განიხილეს და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე და აგრეთვე, ნუცუბიძისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა.

მათი თქმით, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საკრებულოს წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან იმ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია, სადაც უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.