საზოგადოება

„ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი“- თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

ცსკ-ს კალათბურთელი
14:38 11.07
დაკოპირებულია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს.

თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ირწმუნება, რომ ყოველთვის ქართული სულის მატარებელი იქნება და მისთვის დიდი ტკივილია, როდესაც ქვეყანა გმირებს კარგავს.

„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა! დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო. რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე, როცა არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს. ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა. ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა. ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა! ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ. და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“,- წერს სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელია.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. საკითხს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

თეონა თამაზაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთ...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას...
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
21:12 03.08
დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტი...
21:02 03.08
„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ...
20:52 03.08
ბიზნესმენი გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესო...
20:09 03.08
საქართველოს ბანკის ქეშბექი ბიზნესს საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ „ქეშბექს“ სთავ...
საქართველოს ბანკი ბიზნესებს, საქმიანობის გამარტივების მიზნით, ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cas...
Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღია...
ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და...
პატრიარქმა ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგე...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდა პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს წესს...
მერაბ ქვარაია: უგულავას ზუგდიდში გამარჯვ...
პარლამენტის წევრი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს“ გე...