მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

შატილი, ავარია, მსხვერპლი

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.