მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარლამ გოლეთიანი: დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, ვემიჯნებით მათ

რიონის ხეობის მცველი

„ჩვენ, პიროვნულად არც ერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია“,- ეს განცხადება რიონის ხეობის მცველმა გააკეთა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციას შეუერთდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რომლებმაც შესაძლოა, არეულობა გამოიწვიონ. მისივე თქმით, მიმდინარე აქცია არის მშვიდობიანი და რიონის ხეობის მცველები ემიჯნებიან ყველა სახის ძალადობას.

გოლეთიანი აცხადებს იმასაც, რომ მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ შესაძლოა, პოლიციასაც ჰქონდეს ინფორმაცია და ეს, გარკვეულწილად, ხელისუფლების ინტერესშიც შედის.

„ჩვენ, პიროვნულად არც ერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია. რადგან ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, მივმართეთ პოლიციის უფროსს, ვუთხარით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება, რაც გამოიწვევს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაციას. ეს კი ცალსახად ხელისუფლების ინტერესშია.

ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ ამ პროცესს. თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში.

პოლიცია შორს იჭერს თავს, ვფიქრობ, მათ აქვთ შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია. არ ვიცი, თუ ასეა, ჩვენ გავემიჯნებით ამ პროცესს და დარჩებიან იმ ჯგუფების პირისპირ, რომლებსაც თვითონ არ გააკონტროლებენ“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, სოფელ გუმათში „ქართული მარშის“ წევრები ჩავიდნენ. ვიდეო ბლოგერმა დომენიკ მანგომ კი დააანონსა, რომ აქციას ისიც შეუერთდება.

აქციის მონაწილეები მათ შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე:

📌„ჩვენ უნდა ვესაუბრებოდეთ პრემიერს“ - ვარლამ გოლეთიანი