მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა პირველ განცხადებას აკეთებს

სამხედრო მოსამსახურე ჯონი ძიბძიბაძის მამა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უფლებამოსილების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. 

პირველადი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაში გადაასვენეს და მას ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის მამა ამბობს, რომ მას ოჯახსა და სამსახურში პრობლემები არ ჰქონია.

„არავითარი ოჯახური პრობლემები, არავითარი სამსახურის პრობლემები არ ჰქონია. პირიქით კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით. სავარაუდოდ შეყვარებულის გამო...

თავის მეგობრებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ შეყვარებული ჰყავდა და მეტი არაფერი“, - განაცხადა „კურიერთან“ საუბარში ჯარისკაცის მამამ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება