მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

ველური ბუნების სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში 160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც სისტემატიურად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.