მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ გამოვრიცხავ, ადამიანი რომლის სურათიც ვნახე და რომელიც ბანკში იყო სხვადასხვა პიროვნებაა“ - ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელიას კომენტარი

21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

სწორედ მძევლებს შორის ერთ-ერთი ირაკლი კვარაცხელია გახლდათ , რომლის საშუალებითაც თავდამსხმელი მედიას უკავშირდებოდა და ინფორმაციას ავრცელებდა.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. ამასთან დაკავშირებით დღეს, 26 ოქტომბერს ირაკლი კვარაცხელიამ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კომენტარი გააკეთა.

„მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახე მძევლად ყოფნის პერიოდში და დღის განმავლობაში გავრცელებული სურათები არ შემიძლია დარწმუნებით გამოვრიცხო, რომ ის ადამიანი რომლის სურათიც ვნახე და რომელიც 21 ოქტომბერს იყო ბანკის შენობაში არის სხვადასხვა პიროვნება“, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, თავდამსხმელი 35 წლამდე პიროვნებაა, მაგრამ ეს უკიდურესად პირობითი ვარაუდია.

„არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს ზუგდიდელი ან მის შემოგარენში მაცხოვრებელი. ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არ დაეტოვებინა არანაირი კვალი, სიგარეტიც კი არ მოუწევია და წყალსაც საკუთარი ბოთლიდან სვამდა.

ძალიან ვერიდები ისეთი, რამე ვთქვა, რაც კონკრეტულად ვინმეზე მიანიშნებს. რასაც ვამბობ ყველაფერი ვარაუდის დონეზეა“,- დასძინა მან.

🔴 ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

❗მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ👇

👉 ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო

👉 საქართველოს ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილი კომენტარს ხვალ გააკეთებს