მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“ - ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა აქციაზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ „საქართველოში მალე გათენდება“.

ანზორ მელიამ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს ის ბედნიერია.

„მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო იმიტომ რომ ასეთ ასაკში არ მოველოდი ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა როგორი თავდაუზოგავი, როგორი შემტევი და ენერგიული არის, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ და შეიყვარეთ, ამისთვის დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

✔️ „ახალი არჩევნები იქნებოდა გზა ეჭვები რომ გაქარწყლებულიყო“ - მეთიუ ბრაიზა

✔️ „ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ“ - ლევან იოსელიანი