მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც გუშინ ფეხბურთის საყურებლად იყო, ხომ ჰყავთ ბებიები და ბაბუები... სხვაზეც ვიფიქროთ“ - პაატა იმნაძე

ქართულ პირბადეებზე

დღეს, 9 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორიმა ამირან გამყრელიძემ, ხათუნა ზახაშვილმა და პაატა იმნაძემ ბრიფინგი გამართეს. მათ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე ისაუბრეს და უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა.

მათ, აგრეთვე, ისაუბრეს გუშინდელ ფაქტზე, როდესაც საქართველო-ბელარუსის თამაშის საყურებლად „დინამო-არენასთან“ საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელი იყო შეკრებილი.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაირღვა მათი გაცემული რეკომენდაციები და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვს, რომ დააკვირდნენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გუშინდელი ფართომასშტაბიანი შეკრება ძალიან სამწუხაროა.

„ვინც იქ იყვნენ, ხომ ჰყავთ ბებიები და ბაბუები, მეტს არაფერს ვიტყვი... სხვაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან“,- დასძინა პაატა იმნაძემ.

გუშინ გამართულ თამაშზე გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ფართომასშტაბიანი შეკრებები ქვეყანაში აკრძალულია.

„გირჩმა“ საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩვენება „დინამო არენასთან“ გამართა, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი გახლდათ შეკრებილი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.