მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინც რუკებითაა დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად ეძებოს - როგორ აღმოაჩინა დავით ხიდაშელმა 1938 წლით დათარიღებული დოკუმენტი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრობს

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, განმარტავს, თუ როგორ აღმოაჩინა 1938 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიის შიგნითაა მოქცეული.

მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს არქივში მოიპოვა, თუმცა რუკის ორიგინალი დღემდე არ უპოვია.

„პირველი ინფორმაცია ის იყო, რომ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან, პირველი ლეგალური საბუთებით რაც დადგინდა, დადგინდა 1920 წელს, როცა ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასთან და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

აქ მაქვს ეს დოკუმენტები, რომელსაც მოჰყვება რუკა. ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რუკა 1920 წლის მერე შექმნილი. ამ რუკაზე პირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოს საზღვარი გადის მდინარე მტკვრის კალაპოტთან, ჯანდარის ტბა აქაა და დავით გარეჯის მონასტერი იმყოფება 30-კილომეტრში ამ საზღვრიდან. 1925 წელსაც გამოსცეს მეორე რუკა, აქაც დავით გარეჯთან საზღვარი ქვემოთ ჩადის მთის ძირში, მაგრამ დავით გარეჯი მაინც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. 1925 წლის მერე შექმნეს 1930 და 1931 წელს.

ეს რუკები საქართველოში მოვიპოვე. ვინც რუკებითაა დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად ეძებოს. ვეძებდი ბუკინისტურ მაღაზიებში, ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში. ყურადღების მისაქცევია, რომ მოვიპოვეთ საბუთი, იგივე არქივში, საქართველოს არქივში სადაც ნაჩვენებია, რომ 1937 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატი, კომისარი აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს, რომ გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესპუბლიკებს შორის რუკები ერთმანეთს რაღაც არ ემთხვევა. ამიტომ, თუ შეიძლება ჩამობრძანდით 5 მარტს 12 საათზე ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დავალებული საზღვრების გავლება. ჩამობრძანდით, გავიაროთ და გავაკეთოთ ეს საზღვრის გარკვევა.

1938 წლის 5 მარტს ჯგუფი შეიკრიბა თბილისში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები და ორი კარტოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი და ორ დღიანი მუშაობის შედეგად საზღვრის ხაზი გაავლეს. ამ საბუთებში წერია, მასალები აქვს დართული, წერია, რომ 500 ათასიანი მასშტაბის რუკებზე ხელი მოაწერეს და გადასცეს დასამტკიცებლად. ამაზე მიდებული იყო რუკა, მაგრამ მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. ორიგინალი, ან ორიგინალიდან კოპიო ამ რუკის მე დღემდე ვერ ვიპოვე. ამიტომ მე დავიწყე მოძიება - რადგან არსებობს ქაღალდი და არის მითითებული რის საფუძველზე გააკეთეს, დავიწყე მოძიება, ამის უკან რა საბუთი დევს და სად არის ეს საბუთი.

ვიპოვეთ მეორე რუკა 1938 წლით დათარიღებული, იმავე საქართველოს არქივში, უკვე გამოცემული რუკა პირველი ივნისისთვის. ანუ, 5 მაისს თუ მოეწერა ხელი აზერბაიჯანის პრეზიდიუმში, ერთ თვეში გამოსცეს ადმინისტრაციული საზღვრები, მოცემულია 1938 წლის პირველი ივნისისთვის. აქაც არის იგივე მითითებული, რომ ეს მთა უდაბნო საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მთის ძირში გადის ეს საზღვარი. 38 წელში არსებობდა მხოლოდ 200 ათასიანი და 500 ათასიანი მასშტაბის რუკა,“ - განმარტა ხიდაშელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.