მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ

ევექსის კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულებს შეამოწმებენ

„ვისოლ ჯგუფის“ ინფორმაციით, „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას „ევექსი კლინიკების“ ექიმები შეამოწმებენ.

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ემსახურებიან მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.  

„ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიაში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე, გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვიდეთ ადგილზე და კონსულტაცია გავუწიოთ ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით - „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას“, - აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე, ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს, დაიცვას როგორც მომხმარებლების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - ნათქვამია „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.