მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Wizz Air-მა დეკემბრიდან 5 ქალაქის მიმართულებით ფრენები დანიშნა

ფრენები აღდგება ბილეთების ფასი

wizzair-მა დეკემბრიდან 5 ქალაქის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფრენები შესრულდება ქუთაისის აეროპორტიდან.

დეკემბრიდან ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ქალაქებში:

✔️ რიგა

✔️ ვილნიუსი

✔️ ვარშავა

✔️ ათენი

✔️ დორტმუნდი

ასევე იანვრიდან ბილეთების შეძენას შეძლებთ ბუდაპეშტის მიმართულებით.

📣ზოგიერთ მიმართულებებზე ორმხრივი ფრენის ღირებულება 138 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენები დაემატება.

📣დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პირველი ნოემბრიდან 10 მიმართულებით ფრენები აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ 👇

👉 პირველი ნოემბრიდან 10 მიმართულებით ფრენები აღდგება