მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: მართლდება ის, რაზედაც უკვე ბოლო ორი კვირაა ვამბობ, მიდიან რევოლუციურ სცენარზე თავიანთი ბოევიკების, პოლიტიკოსებად რომ მოაქვთ თავი, მეშვეობით

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები რევოლუციურ სცენარზე თავიანთი პოლიტიკოსებად წოდებული ბოევიკების მეშვეობით მიდიან.

„სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან - 1000 „ბოევიკით“ ჰაერში ავწევ ცესკოსო, საუბარი გამოქვეყნებულია საჯარო სივრცეში. ყველა კითხვა მოხსნილია, ახლა ისმის სხვა კითხვა - ღირს თუ არა ამ დესტრუქციულ ძალასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“,- აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების მიზეზით პარლამენტთან მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.