მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზახაშვილი: რესტორნებში არ არის საჭიროება, კერძი დისტანციურად გასტყორცნონ

ზახაშვილი ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესტორნებში მიმტანების ჩაცმულობა არ იქნება იმის ანალოგი, როგორც ექიმებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან აცვიათ.

"არც იმის საჭიროება არ არის, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი. ამჟამად არც ორკვირიანი შუალედით მორიგეობის რეკომენდაცია არსებობს, ამ ეპიდსიტუაციისთვის. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ და რეკომენდაციებში აისახება", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.