მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა

მავთულხლართები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მას არაფერი აწუხებს.

„ზაზა გახელაძეს ექიმი ყოველდღიურად ნახულობს“, - აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე.

ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაკავებისას დაჭრეს