მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძის მეუღლე არ გამორიცხავს, თავშესაფარი დე ფაქტო რეჟიმს სთხოვოს

გახელაძის მეუღლე

ერგნეთის მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

გახელაძეები თვლიან, განცხადებები, რომ მიმდინარეობს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მუშაობა, რომელსაც 12 წლით და 6 თვით თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ფასადურია.

ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი არ გამორიცხავს, რომ თუ უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი არ დადგა, თავშესაფარი სხვა ქვეყნებს ან დე ფაქტო რეჟიმს სთხოვოს.

„შევხვდებით პრეზიდენტს, შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ ვთხოვო დახმარება უკანასკნელად.

კონკრეტული არაფერი არ თქმულა გარდა იმისა, რომ ისევ გრძელდება მუშაობა და არ ვიცით როდის დასრულდება, დღეს უკვე 290-ე დღე არის და კვლავ უშედეგოდ არის ეს ყველაფერი. რატომღაც გვეგონა, რომ დღეს რაღაც შედეგი დაიდებოდა ამ ცხრათვენახევრის განმავლობაში, მაგრამ ისევ უშედეგოდაა. ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთმინება, რაც აქამდე იყო დასრულდება, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც,“ - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ინფორმაციისთვის 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.