მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟურნალისტები შსს-თან საპროტესტო აქციას მართავენ

ჟურნალისტების საპროტესტო აქცია შსს-სთან

მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით -„ნუ მაბრმავებ“. ისინი სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.

როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, მიტინგების დაშლისას ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ემსახურება.

ჟურნალისტები სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო წარწერებით მივიდნენ და უწყების ყურადღების მისაპყრობად უსტვენენ. მათი განცხადებით, შსს-მ ყოველ მსგავსს ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს და დანაშაული გამოიძიოს.

👉ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლისას ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და „ტვ პირველის“ ოპერატორი დაშავდნენ.

👉თავდაპირველად ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაიმართა, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ცესკოს შენობასთან გადაინაცვლეს.

👉აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.