მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟვანიას მოედანზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ავარია ჟვანიას მოედანზე

თბილისში, ჟვანიას მოედანზე ავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.