მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა აღინიშნოს“ - ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია წვიმა

დღეს, 14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„14 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

„თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.