მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერი მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ზუგდიდის მერის მოწოდება

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დეზინფექცია უტარდება იმ ობიექტს, სადაც კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი მათგანი, 50 წლამდე მამაკაცი, ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

„რაც შეეხება მეორე დადასტურებულს, მას 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოქროს ბირჟა, რომელიც რუსთაველის N94-ში მდებარეობს, დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების მოძიებაზე. ამ ეტაპზე ის ობიექტი, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, მუშავდება სპეციალური ხსნარით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, დღეს 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.