საზოგადოება

ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და შესაწამლი ნივთიერებები გადაეცა

ზუგდიდში 55 ოჯახს
სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკა და შესაწამლი
ნივთიერებები გადაეცა
1618994501
დაკოპირებულია

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ასოციაციის თავმჯდომარე ქრისტინა კილანავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღ ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ასოციაცია "იმედის" მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, 55 ოჯახს გადაეცემა სოფლის მეურნეობისთვის როგორც ტექნიკა, ისე შესაწამლი ნივთიერებები. აღნიშნული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც თურქეთის მთავრობასთან, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს 62 საკოორდინაციო ოფისით.

TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტის აქვს წარმატებით განხორციელებული.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117
გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.