მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ამ დროისთვის მოწყობილ შვიდივე ბლოკპოსტზე კონტროლი მიმდინარეობს

სამეგრელოში განთავსებული ბლოკპოსტები

ზუგდიდში ამ დროისთვის მოწყობილ შვიდივე ბლოკპოსტზე კონტროლი მიმდინარეობს.

საპოლიციო ძალები, სამხედროებთან ერთად, ამოწმებენ მძღოლებსა და მათი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, ტარდება თერმოსკრინინგი, ყველაზე დიდ ცაცხვის გამშვებ პუნქტზე კი მანქანებს დეზინფექცია უტარდებათ.

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, გასულ ღამეს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის არცერთი მოწალაქე არ დაჯარიმებულა, განსხვავებით ფოთისგან, სადაც 3 ადამიანი დაჯარიმდა. დღესვე ზუგდიდში საკოორდინაციო საბჭოს სხდონა გაიმართება.