მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში დევნილებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

 ზუგდიდში დევნილებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს უწყებიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

„გარდა დასრულებული 3 საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში დამატებით 5 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის. სამუშაოები ითვალისწინებდა 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში და წყალტუბოში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 2000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი.