მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს სამოქალაქო აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს

პოლიციის სამმართველო

ზუგდიდში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობაში სამოქალაქო აქტივისტი ადანაშაულებს.

ოპოზიციონერს ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი 126-ე ნაწილით უკვე წარედგინა. მასთან ერთად ბრალდებულია წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიაც. აღკვეთზე კი სასამართლო უახლოეს 48 საათში იმსჯელებს. შელია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ აქტივისტი ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს, რადგან მის მიმართ ფიზიკური ძალდობა არ ყოფილა. თავად აქტივისტი, დაზარალებულად ცნობილი როსტომ ზარანდია საქმესთან ყოველგვარ პოლიტიკურ კავშირს უარყოფს.